მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გამო, რუსულ SBERBANK-ს არაბთა საამიროების ბაზრიდან გასვლა უწევს

63aae15ecf194
გიორგი თოლორდავა
27.12.22 23:20
790
რუსეთის ფედერაციის უმსხვილეს საფინანსო ჰოლდინგ Sberbank-ს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრიდან გასვლა და ოფისის საბოლოოდ დახურვა უწევს.

ბანკის ვიცე-თავმჯდომარის, ალექსანდრ ვედიახინის განმარტებით, საერთაშორისო სანქციებისა და SWIFT-ის სისტემიდან Sberbank-ის გაძევების გამო, რუსულ ბანკს კრიტიკულად ურთულდება საფინანსო საქმიანობის გაგრძელება და კლიენტების მომსახურებას, რის გამოც რუსეთის უმსხვილესი ბანკი იძულებულია, საამიროები დატოვოს.

აბუ-დაბისა და დუბაიში Sberbank-ი არა პირდაპირ კომერციული ბანკის, არამედ საინვესტიციო ჰოლდინგის პროფილით იყო წარმოდგენილი და უმეტესწილად ქვეყნის უმდიდრეს კლიენტებს ემსახურებოდა.

ბანკის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ 2023 წლისთვის Sberbank-ი განვითარების სტრატეგიის შეცვლას და ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს, სადაც ამჟამად ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალია.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ევროკომისიამ Sberbank-ს ევროკავშირის მასშტაბით ოპერირება აუკრძალა, ბანკი SWIFT-დან გაირიცხა და მის ხელმძღვანელებსა და მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები