მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციას" ანუ ყადაღის მექანიზმს არავითარი კავშირი არ აქვს ბრალეულობის დადგენასთან - ადვოკატი

იურისტი

იურისტი დავით ებრალიძე მიიჩნევს, რომ ყადაღის, როგორც სანქციის ფორმად გამოყენებას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ სჭირდება.

ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

"თურნავა/კობახიძე აცხადებენ, რომ სანქცია არ შეიძლება გავრცელდეს ჩვენს მოქალაქეზე, თუ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასო. კერძოდ, უდანაშაულობის პრეზუმფციასო. თავი დავანებოთ, იმას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე აამუშავეს.

ახლა დავსვათ კითხვა: გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე პირის სანქცირება არღვევს, თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფციას? რა არის სინამდვილეში "სანქცია"? ეს იგივე ყადაღაა. ყადაღის მექანიზმს კი არავითარი კავშირი არ აქვს ბრალეულობის დადგენასთან და უდანაშაულობის პრეზუმფციასთან, იგი არის უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ და როდესაც, მაგალითად უზრუნველყოფის ღონისძიებას, ყადაღას ადგენს სასამართლო ჯერ კიდევ სარჩელის/საჩივრის მიღებამდე, საერთოდ არ ხდება ბრალეულობის/ვალდებულების დადგენა.

ჩვენი სასამართლოები, ადმინისტრაციული ორგანოები ყადაღას, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიებას ბრალეულობის გარეშე ადგენენ. არსებობს ასევე სამართლებრივი დახმარების ინსტიტუტი, როდესაც სხვა ქვეყანაში გამოცემული ყადაღა მეორე ქვეყანაში ექვემდებარება დაყადაღებას. მსგავს ინსტიტუტთან გვაქვს საქმე. ყადაღის, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების ბრალეულობასთან დაკავშირება ნონსენსია და მას ფიქციად აქცევს. ბრალეულობასთან არის დაკავშირებული კონფისკაცია და არა სანქცია/ყადაღა", - წერს ადვოკატი Facebook-ზე.