მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციები გარდაუვალია იმ შემთხვევაში, თუკი ეს პროცესი არ შეჩერდება" - გოგოლაშვილი

ევროპა

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ თუკი ხელისუფლება დაწყებულ პროცესებს არ გააჩერებს, სანქციები კონკრეტული პირებისთვის დაწესდება.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ამ გზით ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა, რუსული კანონის ამოქმედებას კი სამომავლოდ სხვადასხვა ტიპის არაერთი არადემოკრატიული გადაწყვეტილება მოჰყვება.

„სანქციები გარდაუვალია იმ შემთხვევაში, თუკი ეს პროცესი არ იქნება შეჩერებული. როგორც ჩანს, მიდის მსჯელობა იმაზე, რომ მიღწეულ იქნეს კონსენსუსი იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სანქციები და ვის უნდა დაუწესდეს. ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი, აქ შეიძლება იყოს ყველანაირი არგუმენტები და ამის დამუშავება მიმდინარეობს ახლა. დარწმუნებული ვარ, მალე შეთანხმდებიან, თუ ვის უნდა დაუწესდეს და რა თანმიმდევრობით იმის გამო, რასაც აკეთებენ.

დემოკრატიის უკუსვლა კი არა, ამის ბოროტად გამოყენება ხდება. უკვე პოლიტიკური პატიმრები, დასახიჩრებული ადამიანები გვყავს, მათ მიაყენეს ისეთი დაზიანებები, რომლის სრული რეაბილიტაცია არ ხდება, როგორ შეიძლება ეს ვინმემ აპატიოს? რა თქმა უნდა, იქნება გამოყენებული სანქციები და საკმაოდ ძლიერი“ - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები