მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციები საქართველოს 300-მდე მოქალაქეს დაუწესდა - გენერალური პროკურორი

გიორგი გვარაკიძე

"სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს" - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 8 ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ სისხლისამართლებირივი დევნის დაწყების შესახებ განაცხადა.

რვიდან სამი ოპოზიციონერის ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირა გვარაკიძემ 300-მდე ადამიანის სანქცირება.

" ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს", - თქვა გვარაკიძემ.

ქვეყნების ნაწილმა, სანქციები ისე გამოაქვეყნა, რომ არ დაასახელა სანქცირებულების ვინაობა.

ის კი რაც სანქციების შესახებ ვიცით ქრონოლოგიურად ასე გამოიყურება:

თარიღი ქვეყანა სანქცირებული პირები მიზეზი / საფუძველი
2023 აპრილი აშშ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე (+ მათი ოჯახები) კორუფცია და სასამართლო სისტემის პოლიტიზება
2023 სექტემბერი აშშ ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან (ბაიდენის ბრძანება №14024)
2024 აპრილი დიდი ბრიტანეთი მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე სასამართლო კორუფცია
2024 ივნისი აშშ „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავები (20–30 პირი) „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ – დემოკრატიის დასუსტება
2024 16 სექტემბერი აშშ 60-ზე მეტი საჯარო მოხელე და პარტიული ფიგურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დემოკრატიის ძირის გამოთხრა
2024 16 სექტემბერი აშშ ფინანსთა სამინისტრო ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე ძალადობა და დეზინფორმაციის ხელშეწყობა
2024 2 დეკემბერი ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ბიძინა ივანიშვილი და შსს-ის 10 მაღალჩინოსანი დემოკრატიული უკუსვლა და რუსეთთან დაახლოება
2024 12 დეკემბერი აშშ 20-მდე თანამდებობის პირი („ოცნების“ მაღალჩინოსნები) დემოკრატიის ძირის გამოთხრა
2024 15 დეკემბერი ლიეტუვა ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ჩინჩალაძე, მურუსიძე, რუხაძე და სხვ. პოლიტიკური რეპრესიები და სასამართლო კორუფცია
2024 დეკემბერი (დასაწყისი) უკრაინა ბიძინა ივანიშვილი და 18 პირი (მათ შორის კობახიძე, კალაძე, ფარცხალაძე და სხვ.) „საქართველოს პუტინს აბარებენ“ — რუსული ზეგავლენა
2024 16 დეკემბერი ევროკავშირი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელები უვიზო რეჟიმის შეზღუდვა — პოლიტიკური რეაგირება ხელისუფლების ქმედებებზე
2024 19 დეკემბერი დიდი ბრიტანეთი ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური ძალადობა ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე
2024 19 დეკემბერი აშშ (გლობალური მაგნიტსკის აქტი) ვახტანგ გომელაური, მირზა კეზევაძე ადამიანის უფლებების დარღვევა
2024 27 დეკემბერი აშშ ბიძინა ივანიშვილი კრემლის ინტერესების ხელშეწყობა, ანტიდემოკრატიული პოლიტიკა
2024 31 დეკემბერი გერმანია 9 მოქალაქე (გვარები არ დასახელდა) მომიტინგეებზე ძალადობა
2025 27 იანვარი ევროკავშირი უვიზო შეზღუდვის გადაწყვეტილების ოფიციალური დამტკიცება
2025 29 იანვარი ჩეხეთი ზვიად ხარაზიშვილი, ვაჟა სირაძე, მირზა კეზევაძე პოლიციური ძალადობა
2025 3 მარტი ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები (ლიეტუვა – 74, ესტონეთი – 55, ლატვია – 16) პროდასავლური პროტესტის მონაწილეთა დაკავებები
2025 24 მარტი გერმანია სახელისუფლო პირები („ქართული ოცნების“ წარმომადგენლები) პროტესტის ჩახშობა
2025 10 აპრილი დიდი ბრიტანეთი გიორგი გაბიტაშვილი, შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, კარლო კაციტაძე პოლიტიკური დევნა და ძალადობრივი მეთოდები
2025 19 სექტემბერი დიდი ბრიტანეთი ოთარ ფარცხალაძე, ლევან ვასაძე რუსეთის მხარდაჭერა და დეზინფორმაციული კამპანია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები