მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების დაწესების დრო ჩვენ არ აგვირჩევია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო, აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა - რობინ დანიგანი

რობინ დანიგანი
04.10.24 22:46
269

„სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად, - ეუბნება რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში "რადიო თავისუფლებას" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

რობინ დანიგანი განმარტავს იმასაც, რომ აშშ-ის ორპარტიული შეშფოთება „ქართული ოცნების“ მოქმედებებისა და რიტორიკის გამო, არ შეიცვლება, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.

„სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა.

ჩემთვის უკიდურესად დასანანი და ღრმად დამამწუხრებელია, რომ ჩვენი ურთიერთობები ახლა დაძაბულია, საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო. ვიტყოდი აგრეთვე, რომ ევროკავშირიც დაახასიათებდა თავის ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან როგორც დაძაბულს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კი ფაქტობრივად გაყინულია. მსურს, გავიმეორო, რომ ეს არ არის ის, სადაც ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ. აქ საქმიანობას შევუდექი დიდი, ამბიციური გეგმებით, რომლებიც ეხებოდა: ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაზრდას, სამხედრო თანამშრომლობის გაზრდას და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ნაწილის შეჩერება მოგვიწია, მთავრობის მიერ განხორციელებული ზოგიერთ სპეციფიკური მოქმედების გამო.

მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, მთავრობა შეუდგა: ანტიდემოკრატიული მოქმედებების წყების განხორციელებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონების წარმოდგენისა და განხორციელების ჩათვლით, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ისა და ევროკავშირის ღირებულებებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან; აშშ-ის შესახებ უარყოფითი დეზინფორმაციის გაზრდას, მათ შორის ამ ქვეყანაში ჩვენი მოქმედებებისა და განზრახვების შესახებ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ მთავრობას, რომ იმ ქმედებებს მოჰყვებოდა შედეგები და მაისში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა ჩვენი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. სწორედ იმ ქმედებების გამო ჩვენ უკვე განვახორციელეთ ზოგიერთი ქმედება იმ იმედით, რომ მთავრობა შეიცვლიდა კურსს და დაუბრუნდებოდა გზას, რომელიც საქართველოს ხალხს აძლევს იმას, რაზეც ასე მკაფიოდ განაცხადეს, რომ სურთ. ეს არის დასავლეთთან ინტეგრირებული მომავალი: ახლო ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირის წევრობა", - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები