მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების ფონზე კრიზისი ღრმავდება და "ოცნებას" ამის დანახვა არ სურს - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

სანქციების ფონზე კრიზისი ღრმავდება და "ოცნებას" ამის დანახვა არ სურს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ფიქრი.

"სანქციების ფონზე და გამო კრიზისი ღრმავდება, შედეგად კი ქვეყნის იზოლაცია მატულობს, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენი მცირე რესურსებით და ეს გადადის ეკონომიკაზე და ფინანსებზე. ყოველდღიურად უფრო იკვეთება ეს ღრმა ყველაფრის მომცველი კრიზისი ქვეყანაში და შეიძლება საშიშ ნიშნულსაც მიაღწიოს.

ამ კრიზისს „ოცნება“ ან ვერ ხედავს ან თვალს ხუჭავს, არ უნდა დაინახოს და ისე იქცევა თვითონ ყველაფერი კარგად არის და ვითომ მთავარია ქალაქის განათება ან საშობაო სოფლის გამართვა ან კონცერტების გამართვა როცა არავინ არ არის რეალურად კონცერტის ხასიათზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა კრიზისიდან გამოსვლის ორი გამოსავალი დაასახელა. მისი თქმით ერთი არის დიალოგი, რომელზეც "ქართული ოცნება" უნდა წამოვიდეს და მეორე რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის თქმით თავისით იშლება.

"ერთადერთ ფორმულას, რაც დემოკრატიებმა გამოიგონეს იმისთვის რომ ამგვარი კრიზისი გადაწყდეს, ორი გამოსავალი რჩება:

1. მივაღწიოთ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში რომ ნდობას აღუდგეს ამომრჩევლების, იმიტომ რომ სხვანაირად აზრი არ ექნება. მივაღწიოთ მმართველ გუნდთან შეთანხმებას იამზე რომ ეს არჩევნები ჩატარდება შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებულ პირობებზე რომელიც იმისთვის არის აუცილებელი რომ ნდობა აღდგეს. დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების ცალკეულ პიროვნებებთან. ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორი და იმასთან, ვინც მონაწილეები იყვნენ არჩევნებში, და ვინც აკვირდებოდა და ზუსტად იცის, რა პირობები და როგორ იყო დარღვევები. მეორე მხარეს კი, ივანიშვილი და მისი პარტიის წარმომადგენლები. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს არა უშავს. ეს კრიზისი აღარ ითმენს. საზოგადოებას მშვიდობის გასაღები უნდა მივცეთ. შევხვდეთ ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე, რაღას გადავდოთ.

2. მეორე ვარიანტია რომ არჩევნებამდე მივალთ ამ რეჟიმის ჩამოშლით. ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს, არა ისინი, ვინც დღეს იყვნენ მისული კობახიძესთან. დანარჩენი დიდი ჯარი ქართული ბიზნესის, რომელსაც არ აქვს ისეთი მჭიდრო კავშირი რუსეთთან და რომელიც ხედავს, საით მიდის ქვეყანა. ან კომპრომისი, დიალოგი, დათმობა, ან რეჟიმს ჩამოსვლა. რეჟიმი რომელიც თავისით იშლება", - ამბობს პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები