მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანქციების პაკეტში, რომელსაც დღეს წარვადგენთ ორი მოსამართლეა - კაია კალასი

ეუ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირი დღეს საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების სიას წარადგენს, რომელშიც ორი ქართველი მოსამართლეც შევა.

„დღეს წარვადგენთ სანქციების სიას. განაჩენები ახალგაზრდა მომიტინგეების მიმართ არაპროპორციულია. ასე რომ დიახ, ორი მოსამართლეც შედის სანქციების პაკეტში და დღეს ამასთან დაკავშირებითაც გვექნება განხილვა,“ — განაცხადა კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე თქმით, საქართველომ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს.

„ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი,“ — ამბობს კალასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები