მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საოჯახო მარანი ოდა” მარტვილიდან - ქეთო ნინიძე ქალების ნარატივში

გასულ კვირას ამერიკულმა ვოგიმ ქართველ ქალ მეღვინეებს სტატია მიუძღვნა, სადაც როგორც მათ საქმიანობაზე, ასევე ქართულ ღვინოზეა საუბარი, სამეგრელოში, მარტვილში მდებარე საოჯახო მარანი ოდა და მისი შემოქმედი - ერთ-ერთია მათგან, ვინც გამოცემის ყურადღება მიიქცია. როგორც ვოგი წერს - მარანში ოდა სტუმრებს ქეთო ნინიძე და მისი მთლიანად ქალებისგან შემდგარი გუნდი მასპინძლობს. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ბუნებრივი ღვინის წარმოებაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ დღეს ნინიძე საქართველოში ნატურალური ღვინის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. საერთაშორისო მედია - მკითხველს, მარანში ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, კულინარიულ მასტერკლასებს ურჩევს. სტატიის ავტორი წერს, რომ მეგრული კერძები – მათ შორის ელარჯი – და ორგანული ბოსტნეული, შესანიშნავად ერწყმის ნინიძის ბუნებრივ ღვინოებს.

სტუმარი: ქეთო ნინიძე - საოჯახო მარანი "ოდას" დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები