მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საოჯახო მარანი - ოდაში" სეზონი გაიხსნა - რა სიახლეებით დახვდა ტურისტული ობიექტი მომხმარებლებს?

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 51 ქვეყანაში 17.3 მილიონი ლიტრი, 53.2 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. ექსპორტი რაოდენობაში 5%-ით, ხოლო შემოსავლებში 7%-ით გაიზარდა. ზრდა გვაქვს სტრატეგიულ ბაზრებზე: გერმანია (+32%), დიდი ბრიტანეთი (+9%), ჩინეთი (+4%). თუმცა, ოფიციალურ პრესრელიზში არის ერთი ძალიან საყურადღებო დეტალი - მასში საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთი, რომელიც ტრადიციულად ჩვენი ექსპორტის ლომის წილს , ძირითადად 60%-ზე მეტს იკავებს.

რას ნიშნავს ეს რიცხვები რეალურად და როგორ აისახება მაკროეკონომიკური სტატისტიკა იმ მცირე, საოჯახო მარნებზე, რომლებიც აქცენტს არა მილიონობით ლიტრზე, არამედ ნატურალურ ღვინოსა და უმაღლეს ხარისხზე აკეთებენ?

სტუმარი: ქეთო ნინიძე - "საოჯახო მარანი - ოდა", დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები