მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, მათმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

5f99286240ef0
BM.GE
28.10.20 12:12
857
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2019 წელს 70.9 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაციას თავად საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

„2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი პოზიტიურია. „საპარტნიორო ფონდის“ შემოსავლები 22%-ით გაიზარდა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ჯამური აქტივები 3%-ით გაიზარდა და 6 მილიარდი ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 5%-ით გაიზარდა და 1.9 მილიარდი ლარია. შედეგად, ფონდის 2019 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ მაჩვენებლებში 70.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება დაფიქსირდა“,- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

„საპარტნიორო ფონდი“, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ყოველწლიურად წარადგენს ორი სახის ფინანსურ ანგარიშგებას: კონსოლიდირებულს და ინდივიდუალურს. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ასახავს ფონდის და მის მფლობელობაში არსებული სტრატეგიული შვილობილი კომპანიების შედეგებს, ინდივიდუალური კი - ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შედეგს. აუდიტორული დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ, სახელმწიფო შვილობილი კომპანიების გარდა, 44 მილიონი ლარი შეადგინა.

„ბუნებრივია, „საპარტნიორო ფონდის“ აუდიტი მოიცავს ფონდის და მისი სტრატეგიული შვილობილი კომპანიების აუდიტს. შესაბამისად, სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე, ფონდის საბოლოო ფინანსური ანგარიშგება ყოველი საანგარიშგებო წლის დასრულებიდან მომდევნო წლის მეორე ნახევარში ქვეყნდება.

მნიშვნელოვანია, რომ „ საპარტნიორო ფონდის“ 2019 წლის ფინანსური შედეგები წინა წელთან შედარებით, მკვეთრად გაუმჯობესებულია. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის კონსოლიდილებულ ანგარიშგებაში ასახული ზარალი განპირობებული იყო ფონდის შვილობილი კომპანიის, „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ე.წ. „შემოვლითი რკინიგზის“ პროექტის აქტივის ჩამოწერით, რის შედეგადაც 2018 წელს „საქართველოს რკინიგზის“ ზარალმა 717 მლნ ლარი შეადგინა. სამწუხაროდ, აღნიშნული ზარალი, „საპარტნიორო ფონდის“ იმ პერიოდის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშიც აისახა.

ასევე შეგახსენებთ, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი ყოველგვარი ფინანსური დასაბუთების გარეშე, ინიცირებული 2010 იყო. მასზე 210 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა და კომერციულად მიზანშეუწონლობის გამო, 2013 წელს შეჩერდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები