მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპატრიარქო-სასულიერო პირებს: სააღდგომო ლიტურგიაზე წინასწარ განცხადებებს ნუ გავაკეთებთ

5e87286b1a6a1
ინგა მურუსიძე
03.04.20 16:15
857
სააღდგომო ლიტურგიაზე წინასწარ განცხადებებს ნუ გავაკეთებთ, - ამ სიტყვებით მიმართა დეკანოზმა ადნრია ჯაღმაიძემ სასულიერო პირებს.

მედია დაინტერესდა, თუ როგორ გეგმავს საპატრიარქო აღდგომას ლიტურგიის გამართვას.

„ნაადრევად ნუ გავაკთებთ განცხადებებს, ესეც არისი რეკომენდაცია და ლოცვა-კურთხევა. ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ - წინასწარ ნუ გავაკეთებთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა გაუგებრობები. ვითარება ყოველ წუთს იცვლება, ჩვენ ყოველ წუთს ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის ორგანოებთან და ვცდილობთ, გვქონდეს ადეკვატური რეაგირება ამ ყველაფერზე. დღეს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და უნდა გავუფრთხილდეთ სარწმუნოებრივ ცნებებს. სიფრთხილე გვმართებს განცხადებების მხრივ“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქით, ჯერ ყველა ელოდება აღდგომის მოახლოებას და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

"ჯერ არ ვიძლევით არანაირ განმარტებას, ველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას. გახსოვთ, პრემიერის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ სააღდგომოდ ყველაფერი მოგვარდეს. ამ იმედით ვლოცულობთ და ველოდებით ამ დღეების მოახლოებას. ინებოს ღმერთმა, რომ, ერთი მხრივ, შევძლოთ საზეიმო მსახურება და მეორე მხრივ, არაფერი დავაზიანოთ", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები