მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა

სს

შსს-ში მორიგი საკადრო ცვლილებებია.

როგორც bm.ge-ს შსს-ში უთხრეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა.

იგი აქამდე საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო და როგორც უწყებაში გვითხრეს, ამ პოსტზე მემანიშვილს დავით მამაგეიშვილი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შეიცვალა სულხან თამაზაშვილის მოადგილეც და მის ახალი მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები