მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო დანაზოგები ₾4 მილიარდს აჭარბებს - სად არის ეს თანხა ინვესტირებული?

საპენსიო სააგენტო

2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს საპენსიო სააგენტო 1,467,000 მოქალაქის დანაზოგს ინახავს. მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია, მათ შორის წმინდა ამონაგების ღირებულება 805 მილიონ ლარს შეადგენს.

ამჟამად მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები სამ განსხვავებულ პორტფელში - ნაკლებად რისკიან; საშუალო რისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში არის გადანაწილებული. თუმცა იანვრიდან ძალაში შევა განახლებული კანონმდებლობა, რომლითაც ეს დანაზოგები კვლავ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში დაბრუნდება.

ამჟამად საპენსიო აქტივები ნაკლებად რისკიანი პორტფელისთვის შემდეგ აქტივებში არის გადანაწილებული:

სადეპოზიტო სერტიფიკატები - 62%;
საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 19%;
უცხოური კომპანიების აქციები - 12%;
სარგებლიანი ანგარიშები - 5%;
ევროობლიგაციები - 0.4%;
საქართველოს სახაზინო ვალდებულებები - 0.3%;
ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები (უცხოური ვალუტა) - 0.3%;
ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები - 0.3%;
ვადიანი დეპოზიტები - 0.2%.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6541 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 19,273,991 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები