მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, საპენსიო სააგენტოს ორივე დირექტორმა ღირებული საქმე გასწია - გოგა მელიქიძე

64b92eb6a22df
მარიამ ვარადაშვილი
21.07.23 00:30
702
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე ამბობს, რომ სააგენტოს ორივე დირექტორმა უწყებისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და დასძინა, რომ ეს ცვლილებები სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

რამდენიმე კვირის ცნობილი გახდა, რომ ვადის ამოწურვამდე სააგენტო ამჯერად გიორგი დანელიამ დატოვა, რომელმაც წასვლის შესახებ ინფორმაცია Facebook-ში გაავრცელა. ის საპენსიო სააგენტოს 2020 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. ვადის ამოწურვამდე თანამდებობა დატოვა დანელიას წინამორბედმა - ლევან სურგულაძემაც.

“ჩვენი სქემა ისეა მოწყობილი, რომ გვაქვს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები. მე საინვესტიციო საბჭოს ქვეშ ვოპერირებ, ხოლო დირექტორი - სამეთვალყურეო საბჭოსი. ე.წ ჩაინა ვოლ გვაქვს, ანუ მე უფრო ჩემი დღის წესრიგი მაქვს, როგორც საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელს, დირექტორს კი საკუთარი დღის წესრიგი აქვს, როგორც ადმინისტრაციული მიმართულების ხელმძღვანელს. ვფიქრობ, ორივე დირექტორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი, ძალიან სწორი და ღირებული საქმე გასწია. მაგრამ საინვესტიციო ნაწილში, რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა და გუნდის თითოეული წევრი ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ. საინვესტიციო საბჭო აბსოლუტურად ქმედითია, საინვესტიციო სამსახურიც და მივყვებით ჩვენს დღისწესრიგს”,-ამბობს მელიქიძე BMGTV-ის ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები