მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდის აქტივები 10 მილიარდ ლარს მიუახლოვდა - უახლესი სტატისტიკა

პენსია

2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 მილიონ 769 ათას ადამიანს მიაღწია.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ამავე პერიოდისთვის დაგროვებითი პენსიით სულ 35 793-მა პირმა ისარგებლა, ხოლო მათზე გაცემული პენსიის ჯამურმა ოდენობამ 185 189 254 ლარი და 1 თეთრი შეადგინა.

ამასთან, აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის ჯამური აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. სააგენტოს ცნობით, ფონდის არსებობის მანძილზე დაგენერირებულმა ჯამურმა წმინდა სარგებელმა (ამონაგებმა) 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები