მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო ფონდის აქტივებმა 7.3 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო სააგენტო

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 7.3 მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ ფონდის ივლისის თვის საინვესტიციო ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 7.3 მილიარდი ლარი წარმოადგენს 1,472,326 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს. შესაბამისად, ფონდის ერთი მონაწილის საშუალო საპენსიო დანაზოგი ამჟამად 4920 ლარს შეადგენს.

საპენსიო სისტემის მონაწილეთა 99.4%-ის დანაზოგი დაბალრისკიან პორტფელში არის ინვესტირებული. საკუთარი პორტფელის ცვლილება სულ 10 ათასმა პირმა განახორციელა, მათგან 5,152-მა თანხა დაბალანსებულ პორტფელში განათავსა, 4,852-მა კი დინამიკურ პორტფელში.

საპენსიო ფონდის ანგარიშის თანახმად, აქტივების 80.7% ლარის ფინანსურ აქტივებში არის განთავსებული, რაც ძირითადად ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატებისგან და საქართველოს მთავრობის სახაზინო ობლიგაციებისგან შედგება. 19.3% განთავსებულია უცხოური ვალუტის აქტივებში რაც თანხობრივად 1.45 მილიარდ ლარს აღემატება. უცხოური ვალუტის აქტივები ძირითადად საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტირებული, ამას გარდა საპენსიო ფონდი ფლობს საქართველოს ევროობლიგაციას, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს და ქართული კომპანიების მიერ გამოშვებულ კორპორაციულ სავალუტო ობლიგაციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები