მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო ფონდის აქტივებმა 7.9 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო ფონდი

საპენსიო ფონდის აქტივებმა ოქტომბრის ბოლოს 7.9 მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი აქვეყნებს.

"საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 24,823 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 112 მლნ ლარი. საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა", - ნათქვამია საპენსიო ფონდის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები