მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო დამსაქმებლებს აფრთხილებს - საპენსიო შენატანები არასწორია

64498e7101569
ალა ისპირიანი
27.04.23 01:00
13384
საპენსიო სააგენტომ კონტროლი დაიწყო, რამდენად სწორად ასრულებენ დამსაქმებლები საპენსიო სააგენტოს მიმართ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს. გასული ორი კვირის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ ვებ-გვერდზე კომპანიებმა გარკვეული შეუსაბამობების შესახებ გაფრთხილების წერილები მიიღეს.

Loialte-ს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა და პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაცია გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების დეკლარაციებში ასახულ ინფორმაციებს არ ემთხვევა და სააგენტო მათ ხარვეზის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

თეონა კუნჭულიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო სააგენტომ სავალდებულო წესით დაგროვებითი საპენსიო თანხების შეგროვება და ადმინისტრირება 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო, აქამდე კონტროლი არ განხორციელებულა.

„დასაწყისში ეს მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. თუ ხარვეზი არ გასწორდება ალბათ საპენსიო სააგენტო კანონით განსაზღვრულ ზომებს მიმართავს.

არსებობს საჯარიმო სანქციები, ვინც ამ ვალდებულებას არ ასრულებს - პირველ ეტაპზე, როდესაც აღმოჩნდება რომ დარღვეულია დაგროვებითი საპენსიო შენატანების შესახებ კანონი, ჯარიმა 500 ლარია და ყოველი განმეორებით შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით იქნება.

საპენსიო სააგენტო ამჯერად გაფრთხილებით შემოიფარგლა და რა დროს გადავლენ სანქციებზე ამას ვერ განვსაზღვრავთ, ამიტომ სჯობს დროულად მოახდინონ დამსაქმებლებმა ხარვეზების გამოსწორება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს და მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები