მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო: ყველაზე მაღალი ამონაგები მაღალრისკიან პორტფელს აქვს

პორტფელი

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ამონაგები მაღალრისკიან საპენსიო პორტფელს აქქვს - ამის შესახებ მაისის თვის საინვესტიციო ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, დაბალრისკიან პორტფელს, რომელშიც მოქალაქეთა დანაზოგების უდიდესი ნაწილი ინახება პორტფელების გაყოფიდან, ანუ 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის მაისის ჩათვლით 7.68%-ის ამონაგები ჰქონდა, საშუალორისკიან პორტფელს 9.72%-იანი ამონაგები აქვს, ხოლო მაღალრისკიან პორტფელს 11.04%.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, მაისის მდგომარეობით სამივე საპენსიო პორტფელის ჯამური ღირებულება 5.08 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 1,344,407 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. აქედან თანხის 99% განთავსებულია დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში, ხოლო საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებზე მხოლოდ 1% მოდის.

მოქალაქეებს დაბალრისკიანი პორტფელიდან საშუალო და მაღალრისკიან საპენსიო პორტფელებში გადანაცვლება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუძლიათ.

მთავარი სხვაობა აღნიშნულ პორტფელებს შორის მათში უცხოური ვალუტის აქტივების, განსაკუთრებით კი გლობალური აქციების წილებს შეეხება. დაბალრისკიან პორტფელში გლობალურ აქციებზე 18.5% მოდის, საშუალორისკიან პორტფელში ის 33%-ს შეადგენს, ხოლო მაღალრისკიანი პორტფელისთვის მისი მოცულობა 50.9%-ია. შესაბამისად, საპენსიო სისტემის მონაწილეთა დანაზოგების მატება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში საერთაშორისო საფონდო ინდექსების მატებაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე დაბალრისკიან პორტფელში.

მთლიანობაში საპენსიო სააგენტო 951 მილიონი ლარის ($341 მილიონი დოლარის) გლობალურ აქციებს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები