მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ CITI ბანკი მეორე მთავარ ბროკერ-დილერად შეარჩია

639af4e1e2214
BM.GE
15.12.22 14:38
1017
საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მათ საერთაშორისო სადილერო ოპერაციების მიმართულებით მეორე ბროკერ-დილერიც დაიქირავეს. აქამდე ამ სერვისს სააგენტოს JP Morgan Chase-ი უწევდა, ახლა კი მეორე ბროკერ-დილერის სტატუსი CITI ბანკმაც მიიღო. 

"ბროკერ-დილერის ვალდებულებაში შედის საპენსიო სააგენტოს დავალებით და კანონის მოთხოვნების შესაბამისად სავაჭრო ტრანზაქციებს უცხოურ ფინანსურ ბაზრებზე განხორციელება.

აქვე, შევახსენებთ ჩვენს მონაწილეებს, რომ 2022 წლის მარტიდან, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. შედეგად, საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვის და გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში დაბანდების პროცესი დაიწყო,"- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამჟამად საპენსიო ფონდის ზომა 2.87 მილიარდ ლარს აჭარბებს. 

საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში.

ინფორმაციისთვის, CITI ბანკი დღეისათვის მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 90 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები