მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო სააგენტო

2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აგვისტოში 1 წელი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 14.13% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 12.94% და 11.29% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ივლისის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 52%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები