გასულ წელს საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორას“ მზა საჭმლის დამზადებისთვის საჭირო საწარმოო პროცესი შეუჩერა. ექნება თუ არა გავლენა სეს-ის ამ გადაწყვეტილებას საპენსიო სქემის მონაწილე მოქალაქეების დანაზოგებზე, ამ კითხვას საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი გოგა მელიქიძე პასუხობს.
„ნიკორას“ მიერ განთავსებული ბონდების ემისია 35 მლნ ლარი იყო, ჩვენი კონცენტრაციის ლიმიტი კი მხოლოდ 10%. „ნიკორა“ უმსხვილესი კომპანიაა, მეექვსედ განათავსეს ბონდების ემისია და ჩვენი პორტფელის 0,01%-იანი წილი უჭირავს. თუმცა კომპანია ოპერირების პერიოდში არასდროსაა დაზღვეული მსგავსი შეფერხებისგან. საპენსიო სააგენტოს „ნიკორაში“ ინვესტირებულ ობლიგაციებს არავითარი რისკი არ ემუქრება.
სააგენტო კიდევ ბევრ ობლიგაციას შეიძენს საქართველოში თუ გლობალურად და ყოველთვის იქნება ინფორმაცია იმაზე, რომ რომელიმე კომპანიას შეფერხება აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ინვესტიციებს პრობლემა ექმნება“, - აღნიშნავს მელიქიძე.
„ნიკორას“ მზა საკვებში პათოგენური მიკროორგანიზმის, სალმონელას, არსებობა კვლევებით დაადასტურეს. სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებიდან კი ვიგებთ, რომ სალმონელოზი 8 ადამიანს დაუდასტურდა.