მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში ცვლილება შევიდა

საპენსიო სააგენტო შენობა

საპენსიო სააგენტოს „საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, მე-5 მუხლი, რომელიც მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევას და თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება, შემდეგი რედაქციის ჩამოყალიბდა:

1. საბჭო კანონის შესაბამისად, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს მთავარ საინვესტიციო ოფიცერს და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნის მიზნით.

2. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს საბჭო, საბჭოს სხდომის შესაბამისი ოქმით.

3. სააგენტოს დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენამდე, საბჭო იწონებს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ განსაზღვრულ საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას.

4. საბჭო უფლებამოსილია მიმართოს სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგ შემთხვევებში:

ა) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი/საინვესტიციო სამსახური ვერ ასრულებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ რისკისა და შემოსავლიანობის მიზნებს;

ბ) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი/საინვესტიციო სამსახური არღვევს კანონით განსაზღვრულ ნდობით ვალდებულებას;

გ) მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის მიერ საპენსიო აქტივების მართვა იწვევს კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან რეგულარულ შეუსაბამობას;

დ) სააგენტოს დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამასთან, ბრძანებას ემატება მუხლი საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის შერჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ:

1. საბჭო საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერს გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს სააგენტოს დირექტორს დანიშვნის მიზნით.

2. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს საბჭო, საბჭოს სხდომის შესაბამისი ოქმით.

3. სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი და შემდგომ წარუდგენს სააგენტოს დირექტორს სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და დამტკიცების მიზნით.

4. საბჭო უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორს მიმართოს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით:

ა) საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მიერ მისი ფუნქციებისა და მოვალეობების დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;

ბ) სააგენტოს დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“

სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის, მონიტორინგის და შეფასების შესახებ მე-7 მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტი: საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების მიღების მიზნით ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომსახურების სხვაგვარად მიღება შეუძლებელია ან ეს საჭიროებს არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს.

შეგახსენებთ, ში ცვლილებებს, რომელსაც პრეზიდენტმა "არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო", ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. შედეგად, კანონი უკვე ძალაშია. იცვლება საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა. კონკრეტულად, საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – “მმართველობითი საბჭო”, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები