მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი დაინიშნა

5ede3f2fadb87
თელარა გელანტია
08.06.20 17:36
1635
საპენსიო სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე შალვა შალამბერიძე დაინიშნა.

როგორც bm.ge-ის სააგენტოდან აცნობეს, საპენსიო სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს დანერგავს ISO/IEC 27001 და საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადობის დადგენას შეეცდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ საპენსიო სააგენტოში არსებული ინფორმაცია სრულად არის დაცული და კონფიდენციალობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის უზრუნველყოფის საუკეთესო შესაძლებლობა გააჩნია. ამ მიზნის განსახორციელებლად, საპენსიო სააგენტოში უსაფრთხოების ოფიცერი დაინიშნა.

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და შესაძლებლობა მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარებაში. აღნიშნული მიმართულება დღევანდელ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენი მთავარი მიზანი ISO/IEC 27001 საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადობაა, რაც ქართული ორგანიზაციისთვის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სულ რამდენიმე ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც აქვს მიღწეული. ISO/IEC სტანდარტი. 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტი და მასთან თავსებადობა იქნება იმის ცალსახა აღიარება, რომ საპენსიო სააგენტოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფის ძალზედ მაღალი სტანდარტი გააჩნია. ამ ყველაფრისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია სააგენტოს ხელმღვანელობის მხარდაჭერა, ვინაიდან ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა სწორედ მენეჯმენტის მხრიდან ჩართულობას და მიმდინარე პროცესების სრულყოფილ ხედვას ეფუძნება. ამ მხრივ სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ჭიჭინაძის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს და შესაბამისად, მჯერა, ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს“, - ამბობს შალვა შალამბერიძე. 

შალვა შალამბერიძეს აქვს ექვსწლიანი მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. 2013-2020 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში, უსაფრთხოების დეპარტამენტში, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობდა, მისი აქტიური მონაწილეობით საქართველოს ეროვნულ ბანკში დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISO 27001). ასევე, მისი უშუალო ჩართულობით მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემა განხორცილდა (DLP). შალამბერიძემ ბაკალავრის ხარისხი მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (2015), ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციის ინჟინერის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა (2017). ამჟამად, ამავე უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები