საპენსიო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ჯანდაცვის ექსპერტმა, მარინა ბერაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
ბერაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საპენსიო სისტემა მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებს, რათა პენსიონერების საარსებო პირობები გაუმჯობესდეს. ბერაძის თქმით, პენსია უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს, რათა ადამიანებმა შეძლონ ღირსეული ცხოვრება.
"პენსიის ზრდა დამოკიდებულია მთელ სისტემურ ცვლილებაზე. მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერებმა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობაც მიიღონ," – აღნიშნა მან.
ექსპერტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სოფლის მეურნეობის განვითარება, რათა პროდუქტების ფასები შემცირდეს და პენსიონერებს საჭირო საკვების შეძენა გაუადვილდეთ. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის ეფექტურობა აუცილებელია პენსიონერების კეთილდღეობისთვის.
ბერაძის აზრით, საჭიროა პენსიის მიღების პროცესების ოპტიმიზაცია, რათა პენსიონერებს არ უწევდეთ წელიწადში ერთხელ მაინც ბანკებში ვიზიტი, რაც ზოგიერთისთვის დიდი გამოწვევაა.
"პენსიის მნიშვნელოვნად გაზრდა ამ მოცემულობით რთულია, თუმცა მცირე, მაგრამ კონკრეტული ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს," – დასძინა მან.