მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპნის ბუშტი იბერება“ – გია ხუხაშვილი ეკონომიკურ ზრდაზე

64a849f6171e6
ელენე კვანჭილაშვილი
07.07.23 23:35
1895
„ჩვენთან არ არსებობს ეკონომიკური განვითარების რეალური სტრატეგია. გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობას ვაკვირდებით, მაგრამ ეს გამარჯვება, რომელიც ცხადდება ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით – ეს არის ერთგვარი პიროსის გამარჯვება“ – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ეს ეკონომიკურ ზრდა პირდაპირ არის მტერზე მიბმული – მტერზე, რომლისგანაც დისტანცირებასაც ახდენს მთელი ცივილიზებული სამყარო და სქართველოს ყველა გრძელვადიანი პარტნიორი.

„შესაბამისად, გარკვეული საპნის ბუშტი იბერება, რომელიც როგორც კი უკრაინის ომში მეტი გარკვეულობა შევა, საპნის ბუშტივით გასკდება. ამდენად, იმ პროგნოზებს, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არათუ ეჭვქვეშ დავაყენებდი, არამედ პირიქით, მოლოდინი მექნებოდა, რომ ბუმერანგივით, ძალიან ცუდად, მოუბრუნდება საქართველოს ეკონომიკას – ამბობს გია ხუხაშვილი ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან – ეს არის ტაქტიკური, არსაიდან მოსული შემოსავალი, მტრის დახმარების ხარჯზე. მორალურ ასპექტებზე აღარ ვილაპარაკებ – როგორ იქცევა ჩვენი სახელმწიფო ვითარებაში, როცა მთელი სამყაროს მტერთან თანამშრომლობს და უხარია. ჩვენ ვიცით რუსეთის ეკონომიკაში ინტეგრაცია რას ნიშნავს და რით დასრულდება ეს ყველაფერი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები