მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი "ოცნების" ოფისთან მივიდა

აქცია

საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი "ოცნების" ოფისთან მივიდა. მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, საღამოს 18:00 საათიდან საპროტესტო აქცია სასტუმრო "პარაგრაფთან" დაიწყო. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ ADB-ის ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს, რომლებიც სასტუმრო "პარაგრაფში" იმყოფებიან. სასტუმროსთან ერთი აქტივისტი დააკავეს.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს პარლამენტთანაც.