მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოს ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

აქცია რუსული კანონი

„ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ქვეყნის მთავრობა ახდენს“ - ამ სათაურით აქვეყნებს POLITICO სტატიას, რომელშიც ე.. რუსული კანონის ხელახლა ინიცირების ფონზე საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და ბრიუსელის განწყობების შესახებაა საუბარი.

გამოცემა წერს, რომ ქართველების 80%-ს სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მთავრობას, როგორც ჩანს, ეშინია, რომ წევრობამ შეიძლება მისი ძალაუფლება შეარყიოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს, მასობრივი პროტესტის შემდეგ ჩაგდებული კანონპროექტის ხელახლა ინიცირებამ, რომელიც რუსულ კანონმდებლობას მოგვაგონებს, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. მთავრობამ ასევე წარმოადგინა LGBTQ+ თემის უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობა.

რეპრესიული კანონპროექტები, რომლებიც ბრიუსელის თქმით, ეწინააღმდეგება ქვეყნის სავარაუდო ევროკავშირის ტრაექტორიას, ბადებს კითხვებს მმართველი პარტიის ზრახვებთან დაკავშირებით. გასულ კვირას ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის პარლამენტის წინ აქცია მოაწყო.

საქართველო ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებს, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რბოლაში და ბრიუსელში იზრდება შიში, რომქართული ოცნებაარა მხოლოდ აჭიანურებს საკვანძო რეფორმებზე, არამედ აქტიურად ცდილობს, ჩაშალოს მთელი პროცესი“,- წერს Politico.

გამოცემა წერს, რომ მთავრობის ნაბიჯების მიმართ ბრიუსელის შეფასებები მკაცრია და გასულ წელს გაჟღერებული გაფრთხილებების ფონზე, EU-ს ოფიციალურ პირებს ახლა ყველა საფუძველი აქვთ, რომუცხოური აგენტებისკანონპროექტი განიხილონ, როგორც ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მიზანმიმართული მცდელობა.

სტატიაში მოყვანილია ევროკომისიის სპიკერის კომენტარი, რომელმაც სენსიტიურ საკითხზე საუბრისას ანონიმურობის დაცვის პირობით, Politico-სთან შემდეგი განცხადება გააკეთა: „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება [უცხოური აგენტების] კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ... სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო ვალდებულებების შესაბამისად.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები. მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც მათ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში მნიშვნელოვანი ჩართულობის საშუალებას მისცემს და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა“,- განაცხადა სპიკერმა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კომისია შემოთავაზებული კანონპროექტის გავლენას შეაფასებს დამოხსენება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებაისახება ევროკავშირის გაფართოების მომავალ ანგარიშში, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე იქნება.

გამოცემამ საკითხზე „ქართულ ოცნებას“ მიმართა, თუმცა კომენტარზე POLITICO-ს თხოვნას არ უპასუხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები