მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო მსვლელობისას სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს

დაკავება

საპროტესტო მსვლელობისას სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს. ინფორმაცია BM.GE-ის შსს-ში დაუდასტურეს.

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ცესკოსთან მსვლელობისას „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა დააკავეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან აქციის სხვა მონაწილეებიც.

ცესკოს მიერ 2024 წლის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით დაიწყეს.

როგორც „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, დაკავებული პირები მსვლელობისას გზას კეტავდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიციურ ქმედებას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები