მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

სერგეენკო
16.11.23 12:18
63

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა დავით სერგეენკომ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა.

კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრ დავით სერგეენკოს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პარლამენტის წევრის განცხადება, კომიტეტის დასკვნა გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

საქმე ის არის, რომ დავით სერგეენკოსთვის პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა ერთხელ უკვე იმსჯელა. საკითხს კენჭი უყარეს სექტემბერში, თუმცა მაშინ პარლამენტმა სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი თქვა. მაშინ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკითხზე მსჯელობის მიზეზი სხდომების არასაპატიო გაცდენები იყო.

პარლამენტმა დავით სერგეენკოსათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები