მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქაერონავიგაციამ რადარების მომსახურებისთვის ესპანურ Indra-სთან €1 მლნ-ის ხელშეკრულება გააფორმა

ფრენა თვითმფრინავი

“საქაერონავიგაციამ”, რომელიც საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხო ნავიგაციაზე არის პასუხისმგებელი, სარადარო სადგურის ტექნიკური მომსახურებისთვის ესპანურ კომპანია Indra-სთან 1 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, Indra “საქაერონავიგაციას” მიაწვდის MSSR ტიპის ლოკატორების ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას. ამ შესყიდვის განხორციელების ნებართვა კომპანიამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოიპოვა და მის აღწერაში ნათქვამია:

“შესყიდვის ობიექტს წარმოადგენას ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვა მეორადი ლოკატორის (MSSR, Mode-S)-სთვის (NAS/36/11/09, 27.11.2009) და 3 ერთეული მიწისზედა ADS-B სადგურისთვის (ხელშეკრულებები: № NAS/15/19/14, 30.09.2014 და № NAS/36/12/13, 30.12.2013) ორი წლის ვადით.

შპს ,,საქაერონავიგაციის" ვალდებულებაა საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობაა რადიოლკატორის და მიწისზედა სადგურების უხარვეზო და გამართული ფუნქციონირება, ვინაიდან რადიოლოკატორი უზრუნველყოფს ავიამეთვალყურეს ინფორმაციით საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე დამატებით ყველა საჭირო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია ავიამეთვალყურის მიერ საჰაერო ხომალდების უსაფრთხო მართვისათვის,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

კომპანია “საქაერონავიგაცია” 2022 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში საშუალოდ 400 გადაფრენას ემსახურებოდა. 2022 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება გლობალური მოგზაურობის აღდგენის და უკრანის საჰაერო სივრცის დახურვის გათვალისწინებით 69%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები