საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ფესტივალი "ევროპალია" რომელიც წელს საქართველოს ეძღვნება, იქ საქართველოს წარმომადგენლებისგან მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო, რომ "საქართველო ევროპაა".
"ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ვიყავით და ვიქნებით - ეს არის ის, რაც ჩვენი მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო "ევროპალიაში". სამწუხაროდ ამ საკითხზე აქ არავის საუბრობს და ეს თემა მიჩქმალულია, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ევროპაში შესვლისთვის.
"მინდა ყველა მონაწილეს მოვუწოდო და ამას სხვა ფორმითაც გავაკეთებთ , რომ ეს განაცხადი გვქონდეს იქ. ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო სათაური ამ ჩვენი "ევროპალიის" ღონისძიებების, რომ საქართველო არის ევროპა -ეს იყოს "ჰეშთეგი", რომელიც გააერთიანებს ჩვენ მონაწილეებს რომლებიც იქ ჩადიან და ამ 6 თვის მანძილზე რეალურად ევროპული საქართველოს წარმომადგენლები იქნებიან . ეს დიდი როლია და მათ წინასწარ მადლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 2023 წელს, ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას ეძღვნება.