მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას ახალი არჩევნების შემდეგ განაახლებს - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას ეხმიანება.

"აშშ-სა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ისტორიული ნაბიჯია, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ასევე მისი სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. საქართველოც ასევე აღიდგენს თავის სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, როდესაც ახალი არჩევნები ქვეყანაში ხალხის ნების აღსრულებას უზრუნველყოფს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი 14 იანვარს გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები