საქართველო ბერლინში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ს უმასპინძლებს - ფოტოები
BM.GE
04.03.23 12:29
• 1341
6-9 მარტს, ჩვენი ქვეყანა, გერმანიის დედაქალაქში, უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023 უმასპინძლებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გამოფენაზე სლოგანები - "გამოსცადე უსაზღვრო თავგადასავლები“, „დატკბი უსაზღვრო გასტრონომიით“ წარმოადგენს.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული ადგილები, ასევე გასტრონომიული კერძები ბერლინის ქუჩებში არის წარმოდგენილი.