საქართველო ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ექსპორტიორ TOP-15 ქვეყანას შორისაა.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ ბოთლის ღვინის ექსპორტიდან 248.16 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რითაც რეიტინგში, რომელიც 50 ქვეყანას აერთიანებს, მე-15 ადგილზეა. ექსპორტზე გასულ წელს, 99.76 მლნ ლიტრი ღვინის გატანა მოხდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ ქართული ღვინო ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ფასიანია და 1 ლიტრის საშუალო ფასი მხოლოდ 2.49 დოლარია, მაშინ როდესაც მაგალითად, ჰონგ-კონგიდან ექსპორტირებული 1 ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 35.42 დოლარს აღწევს.
რეიტინგში ლიდერობს საფრანგეთი. ამ ქვეყანამ ექსპორტზე 1.029 მლრდ ლიტრი ღვინო გაიტანა და 7.7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ფრანგული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 7.49 დოლარი იყო.
TOP 15 ქვეყანა ბოთლის ღვინის ექსპორტით / 2022 წელი
- საფრანგეთი $7.7 მლრდ დოლარი / 1 ლიტრის საშუალო ფასი $7.49
- იტალია $5.5 მლრდ დოლარი / 1 ლიტრის საშუალო ფასი $4.48
- ესპანეთი $1.9 მლრდ დოლარი / 1 ლიტრის საშუალო ფასი $2.77
- ჩილე $1.5 მლრდ დოლარი/ 1 ლიტრის საშუალო ფასი $3.21
- აშშ $1.2 მლრდ დოლარი / 1 ლიტრის საშუალო ფასი $8.43
- ავსტრალია $1.04 მლრდ / 1 ლიტრის საშუალო ფასი $4.67
- ახალი ზელანდია $1.03 მლრდ/ 1 ლიტრის საშუალო ფასი $6.12
- პორტუგალია $886.7 მლნ / 1 ლიტრის საშუალო ფასი $3.55
- გერმანია $883.7 / 1 ლიტრის საშუალო ფასი $3.42
- არგენტინა $737.2 მლნ / 1 ლიტრის საშუალო ფასი $3.85
- დიდი ბრიტანეთი $588.3 მლნ / n.a
- სამხრეთ აფრიკა $467.6 მლნ / 1 ლიტრის საშუალო ფასი $2.96
- ნიდერლანდები $373.6 მლნ / 1 ლიტრის საშუალო ფასი $4.22
- ჩინეთი ჰონგ-კონგი $280 მლნ / 1 ლიტრის საშუალო ფასი $35.4
- საქართველო $248 მლნ / 1 ლიტრის საშუალო ფასი $2.49