მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ჩინეთის ბაზარზე ყოფნის გაფართოების იდეის ერთგულია - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ვენახში
BM.GE
31.07.23 17:52
30

ქვეყანა ერთგულია ჩინეთის ბაზარზე ყოფნის გაფართოების იდეისადმი და თან ხაზს უსვამს ქართული ღვინისადმი მზარდ ინტერესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ქართულ ღვინოსა და მის ისტორიაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ღვინის აკვანია და ჩემი ქვეყნის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია 8000 წელს ითვლის.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უძველესი დროიდან განვითარებული მეთოდები არ მიტოვებულა და დღემდე გამოიყენება მეღვინეობაში. მისი კულტურული მნიშვნელობის დასტურად და UNESCO-ს პრინციპების შესაბამისად, თიხის ჭურჭელში - ქვევრში - ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძვირფასო მეგობრებო ქვევრი იყო პირველი ჭურჭელი, რომელიც გამოიყენებოდა მეღვინეობაში, არქეოლოგიური აღმოჩენებით, ის 8000 წლით თარიღდება. საქართველოს უძველესი ტრადიციები და მისი ღვინის კულტურა გადაჯაჭვულია ქვეყნის ეროვნულ იდენტობასთან.

ქვეყნის გამორჩეული ტრადიციები განპირობებულია 525-ზე მეტი ძირძველი ვაზის ჯიშის საოცარი მრავალფეროვნებით, რომელთაგან 10 გაშენებულია ჩინეთის ტერიტორიაზე, ნინგციას რეგიონში.

ბაზრის პოტენციალი, ეკონომიკური სარგებელი და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინეთს აქცევს ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილად. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთში. ქართველი მეღვინეების გაზრდილი ჩართულობა საერთაშორისო გამოფენებში იმას ცხადყოფს, რომ ქვეყანა ერთგულია ჩინეთის ბაზარზე ყოფნის გაფართოების იდეისადმი და თან ხაზს უსვამს ქართული ღვინისადმი მზარდ ინტერესს. ჩვენ მოუთმენლად ველით აქ დამსწრე ქართული ღვინის კომპანიებს მიერ ურთიერთობების დამყარებას, ბრენდის ცნობადობის გაზრდას და საბოლოო ჯამში გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებლებსა და ასევე გაზრდილ საბაზრო წილს ჩინეთში. იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის დამკვიდრებას, როგორც აღიარებულ და ღირებულ არჩევანს ჩინელ მომხმარებლებს შორის“, - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები