საქართველოს $19 მლრდ-იან სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს 9.8-%-იანი წილით ჩინეთი იკავებს. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, გასულ წელს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 862 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ექსპორტ-იმპორტის ჯამურ მაჩვენებელს 25.8%-ით აღემატება.
ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირებში ექსპორტზე 39.5% მოდის და ამ მხრივ ჩინეთი უმსხვილეს პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. გასულ წელს ჩინეთში საქონლის რეალიზებით მიღებულმა შემოსავალმა 737 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 19.7% იყო.
ექსპორტირებულ საქონელს შორის მთავარი პროდუქტი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. ჩინეთში მათი რეალიზებით მიღებული შემოსავალი მთლიანი ექსპორტის ნახევარზე მეტია.
TOP-10 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი ასეთია:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 582.6 მლნ დოლარი, 251 639 ტონა;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 80 მლნ დოლარი, 28 493 ტონა;
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 21.5 მლნ დოლარი, 86 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 12.5 მლნ დოლარი, 3 988 ტონა;
5. ალუმინი დაუმუშავებელი - 6.7 მლნ დოლარი, 2 850 ტონა;
6. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 4.9 მლნ დოლარი, 2 282 ტონა;
7. სამარჯვები ორთოპედიული - 4.7 მლნ დოლარი, 6 ტონა;
8. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 3.9 მლნ დოლარი, 673 ტონა;
9. ცენტრალური გათბობის ქვაბები - 1.9 მლნ დოლარი, 143 ტონა;
10. ფარმაცევტული პროდუქცია - 1.5 მლნ დოლარი, 4 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს 60.5% უკავია. გასულ წელს იმპორტის კუთხით უმსხვილეს პარტნიორებს შორის 8.4%-იანი წილით მესამე ადგილზეა. ჩინეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ამ პერიოდის განმავლობაში 1 მილიარდ 126 მილიონი დოლარი გავიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 30.2%-ით აღემატება.
TOP-10 იმპორტირებული საქონელი:
1. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 47.7 მლნ დოლარი, 15 058 ტონა;
2. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 42.2 მლნ დოლარი, 373 ტონა;
3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით - 36.6 მლნ დოლარი, 30 143 ტონა;
4. მარტივი პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები - 34.7 მლნ დოლარი, 23 907 ტონა;
5. ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - 24.7 მლნ დოლარი, 2 911 ტონა;
6. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 23.1 მლნ დოლარი, 2 953 ტონა;
7. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 22.3 მლნ დოლარი, 936 ტონა;
8. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის - 18.6 მლნ დოლარი, 289 ტონა;
9. სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული - 18 მლნ დოლარი, 2 731 ტონა;
10. სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული - 17.9 მლნ დოლარი, 4 718 ტონა;