მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით თავად ევროკავშირსაც უსწრებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისა და თავად ევროკავშირის მაჩვენებლებს - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი X-ზე წერს.

“2024 წლის პირველი 5 თვის ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატისტიკა საქართველოს ეკონომიკის 9,3%-იან ზრდას აჩვენებს.

საქართველო ინარჩუნებს თავის მყარ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და აფიქსირებს ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და თავად ევროკავშირს შორის. საქართველო ასევე მოწინავე ადგილს იკავებს EU-ს კანდიდატ ქვეყნებს შორის JWP-ის “კანონის უზენაესობის ინდექსით” და კორუფციის აღქმის ინდექსით.

დემოკრატიული და ფუნქციური ინსტიტუციების აშენება და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს - საქართველო ლიდერია ორივე მიმართულებით”, - წერს პაპუაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები