მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო EU-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - ევროპარლამენტი

საქართველო

ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, სანამ "ქართული ოცნების" მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.

როგორც X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე.

"საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.

ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე",- წერია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები