ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, UG სკოლა სასწავლო პროცესს ორი დღით წყვეტს,- ამის შესახებ ინფორმაცია სკოლამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პედაგოგები უერთდებიან საყოველთაო გაფიცვას , UG სკოლა ორი დღით წყვეტს სასწავლო პროცესს! საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის დიდი ოჯახის წევრი!",-ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია იმართება. ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და არალეგიტიმურ არჩევნებს აპროტესტებენ.