საფრანგეთის ელჩის საქართველოში დიეგო კოლასის შეფასებით, საქართველომ დაამტკიცა რომ კარგი რეფორმატორია, ახლა კი საჭიროა აჩვენოს რომ კარგი შემსრულებელიცაა.
როგორც ელჩმა „Forbes კვირა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, ზოგადად ძალიან კარგი ბიზნეს გარემოა საქართველოში და მსოფლიო ბანკის რეიტინგში ეს ნაჩვენებია.
„ვფიქრობ, საქართველომ დაამტკიცა რომ კარგი რეფორმატორია, ახლა კი საჭიროა აჩვენოს, რომ კარგი შემსრულებელიცაა. კანონების უმეტესობა არის უკვე მიღებული, თუმცა რამდენიმე კანონი კვლავ მისაღებია. ეს უფრო ფართოდ სწორი კულტურის განვითარების საკითხია.
როდესაც საუბარია სამართლიან კონკურენციაზე, სამართლიან საჯარო შესყიდვებზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლიანობაზე, ეს არა მხოლოდ კარგი კანონის ქონის საკითხია, არამედ სწორი კულტურის და ეს საკითხები წუთებში არ ხდება. ეს ნელ-ნელა შენდება და საქართველო ბევრ ამ ასპექტში უკვე განვითარდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირმა საკმაოდ ბევრი პროგრამა აამოქმედა არა მხოლოდ კანონების განვითრების კუთხით, არამედ ტრეინინგების კუთხითაც, რომ ხალხმა არ იფიქროს ბიზნესის კეთების სხვა ხერხებზე. ამ დრომდე შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. მე დარწმუნებული ვარ, თუმცა, მცდელობები უნდა შენარჩუნდეს“, - განაცხადა ელჩმა.