საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
"ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ამ წარმატებას — ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას”, - წერს კობახიძე.
8 აგვისტოს აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, სომხეთი და აზერბაიჯანი პირობას დებენ, რომ შეწყვეტენ ბრძოლას, დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტს.




























