მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მიწვეული იქნება ნატო-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებაზე - ჯიმ ო’ბრაიენი

ჯიმ ო’ბრაიენი

საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელიც მიწვეული იქნება ნატო-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებაზე, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი ძალიან შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ლიდერების მცირე ჯგუფის გადაწყვეტილებებით და რიტორიკით.

„საქართველოს მოსახლეობის 80-85 პროცენტს სურს ევროკაშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია. რემიერ-მინისტრმა ახლახან თქვა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები ამ გზას საფრთხეს არ შეუქმნის. შევეცადეთ, ვყოფილიყავით ძალიან მკაფიო და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დღეს ნათლად განაცხადა, რომ [ქართული ოცნების] შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან.

ჩვენ მივმართავთ მთავრობას, გადახედოს თავის პოზიციას და გავაგრძელებთ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია მათთან კომუნიკაციაში. ბევრი ევროპელი ლიდერი იყო ძალიან აქტიური. გავაგრძელებთ ამ საუბრებს მაშინაც კი, როდესაც მივდივართ ნატო-ს სამიტის პარტნიორობის ღონისძიებებზე.

ნატო-ს ყველა პარტნიორი მოწვეულია პარტნიორობის ღონისძიებებზე“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები