მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ხედავს, რაც იმის საფრთხეს აჩენს, რომ რუსეთი საქართველოზე გავრცელებულ პოლიტიკას სხვაგანაც გამოიყენებს.

„ჩვენს მარიონეტ მთავრობას სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს - გადაწყვეტილებას იღებს, რომ საქართველო ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან თუ ეს საქართველოში გამოვა, მაშინ შეიძლება სხვაგანაც გამოიცადოს. ამ მომენტისთვის კი ამაზე ჩვენი ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ.

საქართველო მხოლოდ საქართველო არ არის, ის მხოლოდ ქვეყანა არ არის, სადაც მოსახლეობის 80% აქამდე მხარს უჭერდა ევროპულ გზას, ეს ასევე შავი ზღვაა და ხვალ ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას. უკრაინის ომამდე საპორტო შემოსვლები გვქონდა ნატოს გემების, ევროპელი პარტნიორების, რაც გაჩერდა.

რუსეთმა გამოაცხადა, რომ ახალ სამხედრო საზღვაო ბაზას ხსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. ანაკლიის პორტში არავინ იცის ჩინელები დაეპატრონებიან თუ არა მას, ამას მერე გავიგებთ, როდესაც დასრულებული იქნება.

ასე რომ [საქართველო] ბევრად მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა და ერთი პარტიის ოპოზიციაზე გამარჯვება, ეს გამოწვევაა ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები