მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მოქმედებს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე - კალაძე ანაკლიის პორტზე

კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ანაკლიის პორტის ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვებაზე გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს აბსურდულს და სპეკულაციას უწოდებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველო საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს.

„საქართველო მოქმედებს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და ეს არაერთი კონკრეტული ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში და ზოგადად, ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც, რომ 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს მას ევროკავშირთან. საქართველოს გავლით, ტვირთების სულ მცირე 2-3%-ის გატარება რომ მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძემ ანაკლიის პორტის წინა პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ ის თავიდანვე განწირული იყო.

„თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის ის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი იყო გასული და არანაირი წინსვლა, არანაირი დაფინანსება. მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს დაეფინანსებინა. თუ სახელმწიფო დააფინანსებდა, ხაზარაძე რა საჭირო იყო?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს - ვინ შეარჩია საქართველოს მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები