მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მშპ-სთან მიმართებით ვალის შემცირებას გეგმავს - ვალის მართვის სტრატეგია

დოლარი ფული

ფინანსთა სამინისტრომ ვალის მართვის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024-2027 წლებში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით სახელმწიფო ვალის შემცირებაა დაგეგმილი. სტრატეგიის თანახმად, ვალის წილი მშპ-სთან მიმართებით, რაც ამჟამად 37.7%-ზე არის დაგეგმილი, 2027 წლისთვის მშპ-ის 36.7%-მდე უნდა შემცირდეს.

ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასაც გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ბიუჯეტის დაფინანსებისთვის საკრედიტო რესურსების მოზიდვას შეამცირებს. თუკი 2024 წლის ბიუჯეტი 2.5%-იან დეფიციტზე არის დაგეგმილი, 2025 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.3%-მდე, 2026-2027 წლებში კი მშპ-ის 2.2%-მდე შემცირდება.

ვალის მართვის სტრატეგიიდან ირკვევა ისიც, რომ მთავრობა ლარში ნომინირებული ვალის ზრდას და საგარეო კრედიტების აღების შემცირებას გეგმავს. თუკი ამჟამად მთლიანი ვალის პორტფელში 69.6% საგარეო ვალზე მოდის (8.5 მილიარდი დოლარი), 2027 წლისთვის საგარეო ვალის წილი მთლიან ვალში მხოლოდ 63% იქნება.

ამასთან, არსებული 10 მილიარდი ლარიდან 16 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს შიდა ვალის მოცულობა, შესაბამისად მომდევნო წლებში მთავრობა უფრო დიდი მოცულობის შიდა ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე საგარეო ვალის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები