მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მყარად დგას აშშ-სთან, ისევე, როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან -ღარიბაშვილი

649dbddfd0204
BM.GE
29.06.23 21:14
464
საქართველო მყარად დგას აშშ-სთან, ისევე, როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან კოლექტიურად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეუპოვრად იცავდა საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მხარს უჭერდა განვითარებასა და პროგრესს, ავრცელებდა კანონის უზენაესობას ისტორიის განმავლობაში. ქართველები ამაყი და თავისუფლების მოყვარე ერია, იგივე ღირებულებებსა და დემოკრატიის პრინციპებს იზიარებენ, რაც ჩვენი მყარი მეგობრობის საფუძველს წარმოადგენს.

ამ გამოწვევებით სავსე დროს, ჩვენს პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ, გლობალური მასშტაბითაც.

საქართველო მყარად დგას აშშ-სთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან კოლექტიურად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს… უსაფრთხოების იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას ისახავს მიზნად. და მსურს ჩემი მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები