მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო, როგორც საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში"

5e8890b33ea97
BM.GE
04.04.20 17:49
652
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ონლაინ პანელზე COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს.

პანელური დისკუსია სახელწოდებით - „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში : პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“ შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისადა უსაფრთხოების სფეროში COVID-19-ისვირუსით გამოწვეული პრობლემების დარეგიონული კოორდინაციის შესახებ 2 აპრილსმოეწყო.

საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველო როგორც განსაკუთრებული ქეისის მქონე ქვეყანა მიიწვიეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს COVID-19-ისწინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული ღონისძიებები გააცნო. პანელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მკვლევარები და უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ. პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები