მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა - რომელი კომპანიები ვაჭრობენ ყველაზე მეტს?

რუბლი

1.7 მილიარდი აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვით, რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

საქსტატის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან ექსპორტ-იმპორტში რუსეთზე 10.5% მოდის.

რუსეთიდან იმპორტი

ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობაში მოცულობით იმპორტი გამოირჩევა. იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან იმპორტი 4.9%-ით, 1.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთი მეოთხე იყო უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებში 10.4%-იანი წილით მთლიან იმპორტში.

რუსეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტები შემოდის.

BMG-მ რუსეთიდან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. TOP 10 იმპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • შპს SPG თრეიდინგი
  • შპს ბლექ სი პეტროლიუმ
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს ლაგუნა
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს რეპსოლი
  • შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
  • შპს ჯიესპი გრუპ
  • შპს ჯორჯია მეტალ
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი

რუსეთში ექსპორტი

8 თვეში ექსპორტმა 480.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2.9%-იანი ზრდაა. რუსეთი მესამეა საექსპორტო ქვეყნებს შორის და მთლიან ექსპორტში 10.8%-იანი წილი აქვს.

რუსეთში ნომერ პირველი ქართული საექსპორტო პროდუქტი ღვინოა.

BMG-მ რუსეთიდან უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. TOP 10 ექსპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
  • სს ლომისი
  • შპს Bolero & Company
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • შპს კ და ქართული სპირტი
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს ნათს თაიმ
  • შპს უნიონ ექსპორტი 2024

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები