“მივდივართ ლატვიაში, მოლოდინი გვაქვს რომ კვოტის მომატება მოხდება”- ამის შესახებ BM.GE-თან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, შუა დერეფანში საქართველოს როგორც ქვეყნის მიმართ მოთხოვნა იზრდება შესაბამისად, ქვეყნებთან სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული კვოტების გადახედვა ხდება. მისი შეფასებით, ცოტა ხნის წინ მოხდა თურქეთის მიმართულებით არსებულ კვოტის ზრდაც.
“თურქეთთან ახლა გვქონდა მოლაპარაკებები და კვოტა მოვამატებინეთ. ორმხრივი ხელშეკრულებები, რომლებიც გვაქვს ქვეყნებთან არის 2-წლიანი, როდესაც გასდის ვადა შემდეგ ხდება ამ ხელშეკრულების ხელახლა გაფორმება, კვოტების მომატება. ძალიან ბევრ ევროპის ქვეყანასთან ახლაც გვაქვს მოლაპარაკებები. ახლაც მივდივარ ევროპის ერთ ქვეყანაში მივდივარ, სადაც კვოტის მომატებაზე გვექნება საუბარი. სადაც ჩვენ ნაბიჯი გადავდგით, აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან გვაქვს კვოტა მომატებული.
ახლა მივდივართ ლატვიაში, იქაც მოლოდინი გვაქვს რომ კვოტის მომატება მოხდება. რადგანაც ჩვენ ვავითარებთ შუა კორიდორს აზია ევროპასთან მიმართებაში ჩვენ მოთხოვნადი ქვეყანა ვართ, ტრანზიტულად დადის ჩვენზე ევროპული და აზიური ქვეყნები. აქედან გამომდინარე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა ქვეყანასთან და არსებული კვოტების მომატებაზე ყველა ქვეყანას ველაპარაკებით,”- ამბობს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე.